1. კონკურსისა და ატესტაციის ორგანიზებულად ჩატარების, რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა აღრიცხვის მიზნით საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება კომისიის სამდივნო. სამდივნოს ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი.
2. კომისიის სამდივნო საქსტანდარტის საფინანსო-საკადრო სამმართველოსთან ერთად უზრუნველყოფს კონკურსის მოწყობასა და მოხელეთა ატესტაციის ჩატარებას.
3. კომისიის სამდივნოს მოვალეობაა კონკურსისა და ატესტაციის ჩასატარებლად მოსამზადებელი სკითხების გადაწყვეტა, კონკურსში მონაწილე კანდიდატთა განცხადებების რეგისტრაცია, კონკურსში მონაწილე კანდიდატებსა და ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეებზე წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმება და კომისიისათვის წარდგენა.
3. კონკურსსა და ატესტაციასთან დაკავშირებული დოკუმენტების შენახვის ვადაა სამი წელი