1. საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წამოაყენებს ერთ-ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე.
2. საკონკურსო-საატესტაციო კომისია გადაწყვკეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს ორი დღისა წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ვაკანტურ თანამდებაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს კი – კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ.
3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წამოყენებული კანდიდატი ინიშნება თანამდებობაზე, თუ იგი კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებასთან ერთად წარუდგენს შემდეგ საბუთებს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) ხელწერილი კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ;
დ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
ვ) უკვე გაცემული შრომის წიგნაკი;
ზ) ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ცნობა საგადასახადო სამსახურიდან;
თ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;
ი) სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
2. ამ დოკუმენტების წარუდგენლობა შეიძლება გახდეს პირის სამსახურში მიღებაზე უარის საფუძველი.
3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წამოყენებული კანდიდატი, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ დაინიშნა თანამდებობაზე, პირადი სურვილის მიხედვით ჩაირიცხება საქსტანდარტის მოხელეთა რეზერვში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით
საქართველოს სტანდარტიზაციის მეტროლოგიისა და სერთიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 10.07.2003
მუხლი 14. კონკურსის შედეგები
თავი III — კონკურსი
მთავარი მონაცემები
- ვადა ორი კვირის განმავლობაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 6. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრთა დანიშვნის წესი
- მუხლი 7. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობის წესი
- მუხლი 8. კონკურსისა და ატესტაციის პირობები
- მუხლი 11. თანამდებობაზე დანიშვნა კონკურსის წესით
- მუხლი 12. საბუთების წარდგენა კონკურსში მონაწილეობისათვის
- მუხლი 13. კონკურსში მონაწილის შეფასება
- მუხლი 17. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
- მუხლი 18. ატესტაციის დრო
- მუხლი 19. ატესტაციის ჩატარების წესი
- მუხლი 21. მოხელეთა რეზერვის შექმნის მიზანი
- მუხლი 22. რეზერვში ჩარიცხვის წესი
როგორ დავიმოწმოთ
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება „საქართველოს სტანდარტიზაციის მეტროლოგიისა და სერთიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 14, №229, 10.07.2003, სარეგისტრაციო კოდი 300.180.000.12.216.005.957 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.07.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56020/muxli-14/