1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს სახელმწიფო სამსახურის ბიურო დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
3. როგორც წესი, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება დეპარტამენტის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე.
4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში.
5. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენელობას აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
6. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულნი იქნენ მეცნიერები და დამოუკიდებელი სპეციალისტები.
7. მოხელე არ შეიძლება იყოს იმ კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი ატესტირება