1.  საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
2.  საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს სახელმწიფო სამსახურის ბიურო დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
3.  როგორც წესი, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება დეპარტამენტის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე.
4.  საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში.
5.  საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
6.  საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ მეცნიერები და დამოუკიდებელი სპეციალისტები.
7.  მოხელე არ შეიძლება იყოს იმ კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი ატესტირება