1. ცხოველების საკვებისა და სურსათის შემოტანაზე სახელმწიფო კონტროლის მსგავსი პრინციპით განხორციელების უზრუნველსაყოფად საჭირო ზომები უნდა შეესაბამებოდეს 62(3)-ე მუხლში მოცემულ პროცედურას.

2. კერძოდ, დეტალური წესები უნდა შემუშავდეს:

(a) საკვებისა და სურსათისათვის, რომელიც იმპორტირებულია ან ექვემდებარება რეგულაციის (EEC) No 2913/92 მე-4(16)(b)-(f) მუხლში მოხსენიებულ სასაქონლო ოპერაციებს, ან მზადაა თავისუფალ ზონებში ან საწყობებში გადასაცემად რეგულაციის (EEC) No 2913/92 მე-4(25) მუხლის შესაბამისად;

(b) ტრანსპორტის საერთაშორისო საშუალებების ეკიპაჟისა და მგზავრებისათვის განკუთვნილი საკვებისათვის;

(c) დისტანციურად შეკვეთილი (მაგ: ფოსტით, ტელეფონით, ინტერნეტით) და მომხმარებლისთვის მიწოდებული საკვებისა და სურსათისათვის;

(d) შინაური ცხოველებისათვის და ცხენებისათვის განკუთვნილი ცხოველის საკვებისა და საერთაშორისო სატრანსპორტო საშუალებების მგზავრების და ეკიპაჟის მიერ გადაზიდული სურსათისათვის;

(e) რეგულაციის (EEC) No 2913/92 მე-3 მუხლში მოცემულ რიგ ტერიტორიებზე კონკრეტული პირობების ან გამონაკლისებისათვის, ამ ტერიტორიებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი პირობების მხედველობაში მიღებით;

(f) უფლებამოსილი ორგანოების მიერ მესამე ქვეყნებიდან შემოტანილ ცხოველების საკვებსა და სურსათთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებათა ერთგვაროვნებისათვის მე-19 მუხლის ფარგლებში;

(g) მესამე ქვეყნიდან დაბრუნებული გაერთიანებაში წარმოებული პარტიისთვის;

(h) ნიმუშების აღებისას ტვირთის თანმხლები დოკუმენტებისათვის.

თავი VI

სახელმწიფო კონტროლის დაფინანსე