1. აკვაკულტურის ცხოველი ბაზარზე განთავსებისათვის ექვემდებარება ცხოველთა ჯანმრთელობის (ვეტერინარულ) სერტიფიცირებას, როდესაც ხდება ცხოველების შეყვანა ზონაში ან კომპარტმენტში, რომელიც მიჩნეულია დაავადებისგან თავისუფალ ზონად ამ წესის 46-ე მუხლის შესაბამისად ან ექვემდებარება ზედამხედველობას ან მოქმედებს აღმოფხვრის პროგრამა ამ წესის  მე-40 მუხლის პირველი-მე-2 ან მე-3-მე-4 პუნქტების შესაბამისად:

ა) მოშენებისთვის ან აღწარმოებისთვის;

ბ) ან შემდგომი გადამუშავებისთვის ადამიანის მიერ მოხმარებამდე, მანამ სანამ:

ბ.ა) თევზის შემთხვევაში, მათი დაკვლა და გამოშიგვნა მოხდა გაგზავნის წინ;

ბ.ბ) მოლუსკებისა და კიბოსნაირების შემთხვევაში, ისინი გაგზავნილი იქნა, როგორც გადაუმუშავებელი ან გადამუშავებული პროდუქტები.

2. აკვაკულტურის ცხოველი, ბაზარზე განთავსებისას, ექვემდებარება ცხოველთა ჯანმრთელობის (ვეტერინარულ) სერტიფიცირებას, როდესაც ნებადართულია ცხოველების გაყვანა ამ წესის 28-ე-37-ე მუხლების შესაბამისად კონტროლს დაქვემდებარებული არეალიდან.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები ასევე ეხება იმ დაავადებებს და მათ ამთვისებელ სახეობებს, რომლებიც განსაზღვრული არ არის დანართი №3–ით ,,ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ და დანართი №4–ით ,,არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“.

4. სააგენტომ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება კომპიუტერული (ელექტრონული) სისტემის გამოყენებაზე, მიკვლევადობისათვის, აკვაკულტურის ცხოველების ქვეყნის შიგნით გადაადგილებისა