1. აკვაკულტურის წარმოების და ავტორიზებული გადამამუშავებელი საწარმოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სააგენტო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლი მოიცავს სულ მცირე რეგულარულ ინსპექტირებას, ზედამხედველობას, და თუ საჭიროა, ნიმუშების აღებას ყველა აკვაკულტურის წარმოებაში, იმ რისკის გათვალისწინებით, რომელიც აკვაკულტურის მწარმოებელმა და ავტორიზებულმა გადამამუშავებელმა საწარმომ შეიძლება შექმნან დაავადებების შემცირებისთვის და გავრცელებისთვის.
3. რეკომენდაციები, სახელმწიფო კონტროლის პერიოდულობის შესახებ, რომელიც დამოკიდებულია დაკავშირებულ ზონაში ან კომპარტმენტში არსებულ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, მოცემულია დანართი №2-ში -,,ფერმასა და მოლუსკების მოსაშენებელ არეალში რეკომენდირებული ზედამხედველობა და ინსპექტირება