1. აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასა და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნები და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესი (შემდგომში - წესი) ადგენს:

ა) აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასთან და მის პროდუქტებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს ბაზარზე განთავსების, იმპორტის და ტრანზიტის დროს;

ბ) აკვაკულტურის ცხოველების დაავადებების შესახებ მინიმალურ პრევენციულ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია სააგენტოს, აკვაკულტურის მწარმოებელი ბიზნესოპერატორის და ამ ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებისათვის ცნობიერების ამაღლებასა და მზადყოფნისაკენ;

გ) მინიმალურ კონტროლის ღონისძიებებს, რომლებიც გატარებული უნდა იქნეს წყლის ცხოველებში ზოგიერთ დაავადებებზე ეჭვის არსებობისას ან აფეთქების დროს.

2. ეს წესი არ ვრცელდება:

ა) არაკომერციულ აკვარიუმში გამოზრდილ წყლის დეკორატიულ ცხოველებზე;

ბ) ველურ გარემოში მობინადრე წყლის ცხოველზე, რომელსაც იჭერენ ან აგროვებენ პირდაპირ სასურსათო ჯაჭვში შესატანად;

გ) წყლის ცხოველებზე, რომლებსაც იჭერენ, თევზის ფქვილის, თევზის საკვების, თევზის ქონის და მსგავსი პროდუქტის საწარმოებლად.

2. ამ წესის მე-3-მე-20 მუხლებითა და მე-40-49-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება წყლის დეკორატიულ ცხოველებზე იმ შემთხვევაში, როდესაც მოთავსებული არიან ზოომაღაზიაში, ბაღებსა და სკვერებში არსებულ აუზში, კომერციულ აკვარიუმში ან საბითუმო ვაჭრობის ობიექტში, რომელსაც არ აქვს უშუალო კავშირი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებთან (ბუნებრივ წყლებთან) ან აღჭურვილია ჩამდინარე წყლის გამწმენდი სისტემით, რომელიც მისაღებ დონემდე ამცირებს გადამდები დაავადებების რისკს ბუნებრივ წყლებში.

3. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სახეობების შენარჩუნების (კონსერვაციის) ან არაენდემური სახეობების შემოყვანის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

4. ამ წესით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში - სააგენტო