1. თევზსაშენი ოჩხები, გალიები და სხვა აკვაკულტურის კონსტრუქციები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
ა) დამზადებული უნდა იყოს არატოქსიკური, კოროზიამედეგი მასალისაგან, უნდა იყოს მტკიცე კონსტრუქციის, რათა დაბინძურებისგან მექანიკური გაწმენდისას არ განიცადოს დაშლა და დეფორმაცია;
ბ) მიმაგრებული/ფიქსირებული უნდა იყოს ისეთი საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს აკვაკულტურის კონსტრუქციების მთლიანობას და სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებისას, მათი განთავსების ადგილზე შენარჩუნებას;
გ) მათი უჯრედების/თვლების ზომა უნდა შეესაბამებოდეს კულტივირებულ აკვაკულტურის ობიექტს, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი გადინება/დინებით ჩატანა;
დ) თითოეულ მათგანს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომერი;
2. თევზსაშენი ოჩხების, გალიების და სხვა კონსტრუქციების განთავსების ადგილის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნეს წყლის დინების სიჩქარე;
3. აკვაკულტურის საქმიანობაში აღჭურვილობა და მოწყობილობები გამოყენებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უზრუნველყოფილი იქნეს ამ ფერმიდან მიღებული, ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი აკვაკულტურის პროდუქციის უვნებლობ