პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
აკვაკულტურის ტექნიკური  რეგლამენტი

ზოგადი  დებულებები

1. „აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტი“ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) განსაზღვრავს აკვაკულტურის, მათ შორის,, მარიკულტურის საქმიანობის წესებს და მასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

2. გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნებისა, აკვაკულტურის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კანონებით „აკვაკულტურის შესახებ“, „წყლის შესახებ“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“, “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით“ და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტები