1. არმოსაწევი თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფზე ან გარე შეფუთვაზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი სამედიცინო გაფრთხილება:
„ეს თამბაქოს ნაწარმი აზიანებს თქვენს ჯანმრთელობას და იწვევს შეჩვევას“.
2. 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო გაფრთხილება უნდა აკმაყოფილებდეს მე-9(4) მუხლის მოთხოვნებს. სამედიცინო გაფრთხილების ტექსტი უნდა განთავსდეს ძირითადი ტექსტის პარალელურად, ამ გაფრთხილებისთვის გამოყოფილ ზედაპირზე.
გარდა ამისა, ის:
უნდა განთავსდეს კოლოფისა და გარე შეფუთვის ორ ყველაზე დიდ ზედაპირზე;
უნდა ფარავდეს კოლოფისა და გარე შეფუთვის ზედაპირების 30 %-ს. ეს პროპორცია უნდა გაიზარდოს 32 %-მდე ორი სახელმწიფო ენის მქონე წევრი სახელმწიფოებისთვის, ხოლო 35 %-მდე – ორზე მეტი სახელმწიფო ენის მქონე წევრი სახელწიფოებისთვის.
3. ევროკომისია უფლებამოსილია მიიღოს დელეგირებული აქტები 27-ე მუხლის შესაბამისად, რათა უზრუნველყოს 1-ლი პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო გაფრთხილების ფორმულირების ადაპტირება სამეცნიერო თვალსაზრისით განვითარებულ მოვლენებთა