1.

ნებისმიერ მხარეს შეუძლია წარმოადგინოს წინადადება კონვენციაში ცვლილებების შეტანის მიზნით. ამ ცვლილებების მიღების საკითხს განიხილავს მხარეთა კონფერენცია.

2.

კონვენციაში შესატანი ცვლილებები მიიღება მხარეთა კონფერენციის მიერ. კონვენციაში შესატანი ცვლილებების ტექსტს სამდივნო გადასცემს მხარეებს იმ სხდომის გამართვამდე არა ნაკლებ ექვსი თვით ადრე, რომელზეც უნდა მოხდეს ცვლილებების მიღება. სამდივნო შემოთავაზებულ ცვლილებებს მიაწოდებს ასევე კონვენციის ხელმომწერებს და დეპოზიტარს.

3.

მხარეები უზრუნველყოფენ შეთანხმების მიღწევას კონვენციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსის გზით. კონსენსუსის მიღწევის ყველა საშუალების ამოწურვისა და შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ცვლილება მიიღება სხდომაზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეები ნიშნავს მხარეებს, რომლებიც ესწრებიან სხდომას და აძლევენ ხმას გადაწყვეტილების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. მიღებულ შესწორებას სამდივნო გადასცემს დეპოზიტარს, რომელიც მას გადასცემს მხარეებს დასამტკიცებლად.

4.

შესწორების დამტკიცების დოკუმენტები გადაეცემა დეპოზიტარს. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიღებული შესწორება ძალაში შევა იმ მხარეთათვის, რომლებმაც დაამტკიცეს შესწორება, დეპოზიტარისთვის კონვენციის მხარეთა არანაკლებ ორი მესამედის მიერ დამტკიცების დოკუმენტის წარდგენიდან ოთხმოცდამეათე დღეს.

5.

ნებისმიერი სხვა მხარისათვის შესწორება ძალაში შევა შესაბამისი მხარის მიერ დეპოზიტარისათვის შესწორების დამტკიცების დოკუმენტის გადაცემიდან ოთხმოცდამეათე დღე