1.

ნებისმიერ მხარეს შეუძლია განსახილველად წარმოადგინოს ოქმები. ასეთ ოქმებს განიხილავს მხარეთა კონფერენცია.

2.

მხარეთა კონფერენციას შეუძლია წინამდებარე კონვენციის ოქმების მიღება კონსენსუსის გზით. კონსენსუსის მიღწევის ყველა საშუალების ამოწურვისა და შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ოქმი მიიღება სხდომაზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეთა სამი მეოთხედის უმრავლესობით. ამ მუხლის მიზნებისათვის, სხდომაზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეები ნიშნავს მხარეებს, რომლებიც ესწრებიან სხდომას და აძლევენ ხმას გადაწყვეტილების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.

3.

შემოთავაზებული ოქმის ტექსტს სამდივნო გადასცემს მხარეებს იმ სხდომის დანიშვნამდე არანაკლებ ექვსი თვით ადრე, რომელზეც უნდა მოხდეს ამ ოქმის მიღება.

4.

ოქმის მხარეები შეიძლება იყვნენ მხოლოდ კონვენციის მხარეები.

5.

კონვენციის ოქმს სავალდებულო ძალა ექნება მხოლოდ ოქმის ხელმომწერი მხარეებისთვის. მხოლოდ ოქმის ხელმომწერ მხარეებს აქვთ ოქმთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების უფლება.

6.

ოქმის ძალაში შესასვლელად საჭირო მოთხოვნები განისაზღვრება ამავე დოკუმენტის მიხედვი