1.
წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის დეპოზიტარისთვის მეორმოცე სარატიფიკაციო სიგელის, ან მიღების, დამტკიცების, ოფიციალური დამოწმების ან მიერთების დოკუმენტის გადაცემიდან ოთხმოცდამეათე დღეს.
2.
თითოეული იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც ახდენს წინამდებარე კონვენციის რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას ან უერთდება მას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იმ პირობების შესრულების შემდგომ, რომლებიც აუცილებელია კონვენციის ძალაში შესასვლელად, კონვენცია ძალაში შევა სარატიფიკაციო სიგელის, ან მიღების, დამტკიცების, ან მიერთების დოკუმენტის დეპოზიტზე გადაცემიდან ოთხმოცდამეათე დღეს.
3.
ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაციისათვის, რომელიც დეპოზიტზე გადასცემს ოფიციალური დამოწმების ან მიერთების დოკუმენტს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდგომ, კონვენცია ძალაში შევა ოფიციალური დამოწმების ან მიერთების დოკუმენტის დეპოზიტზე გადაცემიდან ოთხმოცდამეათე დღეს.
4.
ამ მუხლის მიზნებისათვის, ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაციის მიერ დეპოზიტზე გადაცემული ნებისმიერი დოკუმენტი არ ჩაითვლება ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ დეპონირებული დოკუმენტაციის დანამატა