(1)[საწყისი ამოქმედება] მოცემული კონვენცია ამოქმედდება იმის შემდეგ, რაც ხუთი
ქვეყანა თავიანთ სარატიფიკაციო სიგელებს, მიღების ან დამტკიცების დოკუმენტებს
ან მიუერთებს აქტებს, შემთხვევის მიხედვით, ჩააბარებს შესანახად, იმ პირობით, რომ მითითებული დოკუმენტებიდან სამი მაინც შესანახად ჩააბარეს 1961/1972 წწ. და 1978წ. აქტის მონაწილე წევრ-სახელმწიფოებმა.
(2)[შემდგომი ამოქმედება] იმ ქვეყანასთან ან სახელმწიფოთაშორის ორგანიზაციასთან დაკავშირებით, რომლებზეც არ ვრცელდება (1)-ლი პუნქტის დებულება, მოცემული კონვენცია ამოქმედდება სარატიფიკაციო სიგელის, მიღების ან დამტკიცების ან მიერთების აქტის, შემთხვევის მიხედვით, შესანახად ჩაბარებიდან ერთი თვის თავზე.
(3)[1978 წ. აქტთან მიერთების შეუძლებლობა] (1)-ლი პუნქტის შესაბამისად მოცემული კონვენციის ამოქმედების შემდეგ არც ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია შეუერთდეს 1978 წლის აქტს, იმ ქვეყნების გამოკლებით, რომლებიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ასამბლეის მიერ, დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ითვლებიან განვითარებად ქვეყნებად, და რომლებთაც ამგვარი დოკუმენტის ჩაბარება შეუძლიათ 1995 წ.31 დეკემბრამდე. აგრეთვე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს შეუძლია ჩააბაროს ასეთი დოკუმენტი 1993 წლის 31 დეკემბრამდე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოცემული კონვენცია ამოქმედდა ამ თარიღამდ