(1)[საჯარო ინტერესები] თუ ამ კონვენციით სპეციალურად გათვალისწინებული არ არის, არც ერთ ხელშემკვრელ მხარეს არ შეუძლია შეზღუდოს სელექციონერის უფლების თავისუფალი გამოყენება საჯარო ინტერესებისაგან განსხვავებული სხვა საფუძვლებით.
(2)[სამართლიანი ანაზღაურება] როდესაც ნებისმიერი ასეთი შეზღუდვის შედეგი მესამე პირისათვის იმ უფლებამოსილების მიცემაა, რომ მან განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რომლისთვისაც მოითხოვება სელექციონერის ნებართვა, შესაბამისი ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სელექციონერის მიერ სამართლიანი ანაზღაურების მიღებ