(1) [უფლება, მისი ვადა] ნებისმიერი სელექციონერი, რომელმაც წარადგინა განაცხადი

ჯიშის დაცვაზე დადგენილი წესით ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარესთან ("პირველი

განაცხადი”) , სარგებლობს პრიორიტეტის უფლებით თორმეტი თვის განმავლობაში

განაცხადის წარსადგენად ამავე ჯიშზე სელექციონერის უფლების მინიჭებისათვის

ნებისმიერი  სხვა  ხელშემკვრელი  მხარის  უფლებამოსილ  ორგანოში  ("მომდევნო

განაცხადი”)  ,  ეს  ვადა  აითვლება  პირველი  განაცხადის  წარდგენის  თარიღიდან.

განაცხადის წარდგენის დღე მითითებულ ვადაში არ ჩაითვლება.

(2)[პრიორიტეტის უფლების მოთხოვნა] იმისათვის,  რომ ისარგებლოს პრიორიტეტის

უფლებით,   სელექციონერი მომდევნო განაცხადით მოითხოვს პირველი განაცხადის

პრიორიტეტს.უფლებამოსილ  ორგანოს,     რომელშიც  იყო  წარდგენილი  მომდევნო

განაცხადი,   შეუძლია მოითხოვოს,   რომ მომდევნო განაცხადის წარდგენის დღიდან

არანაკლებ  სამი  თვის  ვადაში  სელექციონერმა  წარადგინოს  საბუთები,   რომლებიც

წარმოადგენს   პირველი   განაცხადის   ასლს,      დამოწმებულს   იმ   უფლებამოსილი

ორგანოს მიერ,    რომელშიც  იყო  წარდგენილი  ეს  განაცხადი  და  ნიმუშები  ან  სხვა

მტკიცებულებები იმისა,  რომ მოცემული ჯიში,  რომელიც ორივე განაცხადის საგანს

წარმოადგენს,  არის ერთი და იგივე.

(3) [საბუთები და მასალა] სელექციონერს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ორი წლის

განმავლობაში პრიორიტეტის ვადის ამოწურვის შემდეგ, ან თუ პირველი განაცხადი

უარყოფილი ან უკან გამოთხოვილია,   შესაბამისი დრო ამგვარი უარყოფის ან უკან

გამოთხოვის შემდეგ,  რათა  ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილ ორგანოს,  სადაც

მიწოდებული იყო მომდევნო განაცხადი, წარუდგინოს ექსპერტიზის მიზნებისათვის

მე-12  მუხლის  თანახმად  ნებისმიერი  აუცილებელი  ინფორმაცია,       საბუთი   ან

მასალა, რომელიც მოითხოვება ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით.

(4) [ფაქტორები,   რომლებიც   მოხდა   პრიორიტეტის   ვადის   განმავლობაში]   ისეთი

ფაქტები, როგორიც არის სხვა განაცხადის წარდგენა, ან გამოქვეყნება, ან იმ ჯიშის

გამოყენება, რომელიც პირველი განაცხადის საგანს წარმოადგენს. იმ შემთხვევაში თუ

ხდება   1-ლი    პუნქტით   გათვალისწინებულ    ვადაში,   არ   უნდა   წარმოადგენდეს

მომდევნო განაცხადის უარყოფის საფუძველს. ასეთმა ფაქტებმა, აგრეთვე არ უნდა

წარმოქმნან უფლება ნებისმიერი მესამე პირისათვი