(1) [სავალდებულო გამონაკლისი] სელექციონერის უფლება არ ვრცელდება:

(i) პირადი მოხმარების და არაკომერციული მიზნით განხორციელებულ ქმედებებზე;

(ii) ექსპერიმენტული მიზნით განხორციელებულ ქმედებებზე;

(iii) სხვა ჯიშების შექმნის მიზნით განხორციელებულ ქმედებებზე იმ ქმედების გამორიცხვით,    როცა    გამოიყენება    მე-14(5)    მუხლის    დებულებები, აგრეთვე, ქმედებებზე, რომლებიც მითითებულია 14(1) –(4) მუხლში განხორციელებული სხვა ასეთი ჯიშების მიმართ

(2)[არასავალდებულო გამონაკლისი] მე-14 მუხლის გათვალისწინების გარეშე ყოველ ხელშემკვრელ მხარეს, გონივრულ ფარგლებში და სელექციონერის კანონიერი უფლებების შენარჩუნებით, შეუძლია შეზღუდოს სელექციონერის უფლება ნებისმიერი ჯიშის მიმართ, რათა ნება დართოს ფერმერებს საკუთარი მიწის ნაკვეთებზე გამრავლების მიზნით გამოიყენონ მცენარეული მასალა მიღებული მათ მიერ საკუთარი მიწის ნაკვეთებზე დაცული ჯიშის დარგვის შედეგად, ან ჯიშისა, რომელზედაც ვრცელდება მე-14(5) (ა)(i) ან (ii) მუხლის დებულებებ