თავი V — სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მფლობელის უფლებები და მოვალეობები
ა) მცენარის ახალი ჯიშის პირადი მოხმარებისთვის და არაკომერციული მიზნით გამოყენებაზე;
ბ) ექსპერიმენტული მიზნით განხორციელებულ ქმედებაზე;
გ) სხვა ჯიშების შექმნის მიზნით განხორციელებულ ქმედებაზე, გარდა ამ კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე იმ ქმედებებზე, რომლებიც განსაზღვრულია იმავე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლება აქვს, სელექციონერის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, გონივრულ ფარგლებში შეზღუდოს სელექციონერის უფლება ნებისმიერ ჯიშთან დაკავშირებით, რათა ნება დართოს ფერმერებს, საკუთარ მიწის ნაკვეთში გამრავლების მიზნით გამოიყენონ გასამრავლებელი მასალა, რომელიც მიღებულია მათ მიერ საკუთარ მიწის ნაკვეთში მოწმობით დაცული ჯიშის მოყვანის შედეგად, ან იმ ჯიშთან დაკავშირებით, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტი ან ამ მუხლის პირველი პუნქტი.
საქართველოს 2017 წლის 7
დეკემბრის
კანონი №1648
–
ვებგვერდი, 14.12.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 07.12.2017-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 07.12.2017 კანონი №1648
წინა რედაქცია (29.12.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 37 1. მცენარის ახალი ჯიშის სელექციონერის განსაკუთრებული უფლება არ ვრცელდება: ა) მცენარის ახალი ჯიშის პირადი მოხმარებისთვის და არაკომერციული მიზნით გამოყენებაზე; ბ) ექსპერიმენტული მიზნით განხორციელებულ ქმედებაზე; გ) სხვა ჯიშების შექმნის მიზნით განხორციელებულ ქმედებაზე, გარდა ამ კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე იმ ქმედებებზე, რომლებიც განსაზღვრულია იმავე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით. 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლება აქვს, სელექციონერის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, გონივრულ ფარგლებში შეზღუდოს სელექციონერის უფლება ნებისმიერ ჯიშთან დაკავშირებით, რათა ნება დართოს ფერმერებს, საკუთარ მიწის ნაკვეთში გამრავლების მიზნით გამოიყენონ გასამრავლებელი მასალა, რომელიც მიღებულია მათ მიერ საკუთარ მიწის ნაკვეთში მოწმობით დაცული ჯიშის მოყვანის შედეგად, ან იმ ჯიშთან დაკავშირებით, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტი ან ამ მუხლის პირველი პუნქტი.