(1)[უფლების ამოწურვა] სელექციონერის უფლება არ ვრცელდება
ქმედებებზე, რომლებიც ეხება დაცული ჯიშის ან მე-14 (5) მუხლის დებულებათა
არეში მოქცეული ჯიშის ნებისმიერ მასალას, რომელიც გაიყიდა ან სხვაგვარად იქნა
შეტანილი კომერციულ ბრუნვაში სელექციონერის მიერ ან მისი თანხმობით სხვა
პირის მიერ მოცემული ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ან ნებისმიერ
მასალას, რომელიც მიღებულია აღნიშნული მასალისაგან, თუ ასეთი ქმედებები არ
არის დაკავშირებული:
(i) მოცემული ჯიშის შემდგომ გამრავლებასთან ან
(ii) ჯიშის მცენარეული მასალის გატანასთან, რომელიც შესაძლებლობას ქმნის
გამრავლდეს ჯიში, ქვეყანაში სადაც მოცემული ბოტანიკური გვარის ან სახეობის
დაცვა არ ხდება, მოხმარების მიზნით გატანის გარდა.
(2)[ტერმინის "მასალა” მნიშვნელობა] (1)-ლი პუნქტის მიზნებისათვის ტერმინი
"მასალა” ჯიშთან დაკავშირებით ნიშნავს:
(i) ნებისმიერი სახის გასამრავლებელ მასალას;
(ii) აღებულ მასალას, მთლიანი მცენარის და მისი ნაწილების ჩათვლით, და
(iii) ნებისმიერ პროდუქტს, მიღებულს უშუალოდ აღებული მასალისაგან.
(3) [ტერმინი "ტერიტორია” მნიშვნელობა ზოგიერთ შემთხვევაში] 1-ლი პუნქტის
მიზნებისათვის ყველა ხელშემკვრელ მხარეს, რომლებიც ერთი და იმავე
სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციის წევრები არიან, შესაძლებლობა აქვთ თუ ამას
ითვალისწინებს ამ ორგანიზაციის წესდება, თავიანთი მოქმედებები განახორციელონ
ერთობლივად ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე
განხორციელებულ ქმედებათა იმ ქმედებებთან გათანაბრებისათვის, რომლებიც
განხორციელდა მათ საკუთარ ტერიტორიებზე და ამის შესახებ ატყობინებენ
გენერალურ მდივან