(1) [ქმედებები, სათესლე მასალასთან დაკავშირებით] (ა) სელექციონერის ნებართვას,მე-15 და მე-16 მუხლების მიხედვით დაცული ჯიშების სათესლე მასალასთან
დაკავშირებით, საჭიროებს შემდეგი ქმედებები:
(i) წარმოება ან კვლავწარმოება (გამრავლება);
(ii) კონდიციამდე დაყვანა გამრავლების მიზნებისათვის;
(iii) გასაყიდად შეთავაზება;
(iv) გაყიდვა ან სხვა სახის კომერციულ მიმოქცევაში ჩართვა;
(v) ექსპორტი;
(vi) იმპორტი;
(vii) შენახვა ზემოთ მოცემული (i)-დან (vi) ქვეპუნქტებით მითითებული მიზნებით.
(ბ) სელექციონერს შეუძლია ნებართვა შემოფარგლოს გარკვეული პირობებითა და
შეზღუდვებით.
(2) [ქმედებები აღებული მოსავლის მცენარეულ მასალასთან დაკავშირებით] მე-15-ე
და მე-16-ე მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, პუნქტი (1) (ა) (i) - (vii)
ქვეპუნქტებით ქმედებები აღებული მოსავლის მცენარეულ მასალასთან
დაკავშირებით, მთელი მცენარისა და მისი ნაწილების ჩათვლით, მიღებული
დაცული ჯიშის სათესლე მასალის უნებართვოდ გამოყენების შედეგად, საჭიროებს
სელექციონერის ნებართვას, თუ სელექციონერს არ ჰქონდა საკმარისი შესაძლებლობა
ესარგებლა თავისი უფლებით მითითებულ სათესლე მასალასთან დაკავშირებით.
(3) [ქმედებები ზოგიერთი პროდუქტის მიმართ] მე-15-ე და მე-16-ე მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ყოველ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია გაითვალისწინოს, რომ ქმედებები, მითითებული (1) – (ა) პუნქტების (i) - (vii) ქვეპუნქტებით იმ პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც დამზადებულია უშუალოდ დაცული ჯიშის მოსავლიდან აღებული მცენარეული მასალისაგან და აღებული მოსავლის მცენარეული მასალის უნებართვო გამოყენების გამო ექვემდებარება მე-2 პუნქტის დებულებებს, საჭიროებს სელექციონერის ნებართვას, თუ მას არ ჰქონდა საკმარისი შესაძლებლობა ესარგებლა თავისი უფლებით აღებული მოსავლის მცენარეულ მასალასთან დაკავშირებით.
(4) [სხვა შესაძლო ქმედებები] მე-15-ე, მე-16-ე მუხლების დებულებების
გათვალისწინებით, ყოველ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს, რომ
ქმედებები, რომლებიც განსხვავდება იმისაგან, რაც მითითებულია (1) – (ა) პუნქტების
(i) -(vii) ქვეპუნქტებით, ასევე სელექციონერის ნებართვას საჭიროებს.
(5)[არსებითად წარმოებული და ზოგიერთი სხვა ჯიშები] (ა) დებულებები მოცემული
(1)-(4) პუნქტებით გამოიყენება აგრეთვე:
(i) ჯიშების მიმართ, რომლებიც არსებითად წარმოებულია დაცემული ჯიშისაგან, თუ
ეს დაცული ჯიში თვით არ წარმოადგენს, არსებითად წარმოებულ ჯიშს.
(ii) ჯიშების მიმართ, რომლებიც თვალნათლივ არ განსხვავდება დაცული ჯიშებისაგან
მე-7 მუხლის შესაბამისად, და
(iii) ჯიშების მიმართ, რომელთა წარმოება მოითხოვს დაცული ჯიშის განმეორებით
გამოყენებას.
(ბ) (ა)(i) ქვეპუნქტის მიზნებისათვსი ჯიში ჩაითვლება არსებითად წარმოებულად სხვა
ჯიშისაგან ("საწყისი ჯიშისაგან”) , თუ იგი:
(i) უპირატესად წარმოებულია საწყისი ჯიშისაგან ან სხვა ჯიშისაგან, რომელიც თვით
არის წარმოებული საწყისი ჯიშისაგან, მიუხედავად იმისა, რომ ინარჩუნებს
ძირითადი ნიშნების გამოვლენის ხარისხს, რომელიც საწყისი ჯიშის გენოტიპის ან
გენოტიპების კომბინაციის შედეგია,(ii) ნათლად განსხვავდება საწყისი ჯიშისაგან და
(iii) საწყის ჯიშს შეესაბამება ძირითადი ნიშნების გამოვლენით, რომელიც საწყისი
ჯიშის გენოტიპის ან გენოტიპების კომბინაციის რეალიზაციის შედეგია, იმ
განსხვავებათა გამოკლებით, რომლებიც წარმოებული ჯიშის მიღების შედეგია.
(გ) არსებითად წარმოებული ჯიში შეიძლება მიღებული იქნეს, მაგალითად,ბუნებრივი ან ინდივიდუალური მუტანტის ან თვითკლონური ვარიანტის
სელექციით, მცენარის ინდივიდუალური ვარიანტის გამორჩევით საწყისი ჯიშის
მცენარისაგან, უკუშეჯვარებით, ან გენური ინჟინერიით გარდაქმნის გზი