(1) [კრიტერიუმები] ჯიში მიიჩნევა ახლად, თუ სელექციონერის უფლების
მინიჭებისათვის განაცხადის შეტანის დღისათვის, ამ ჯიშის სათესლე ან მცენარეული
მასალა ჯიშის გამოყენების მიზნით არ გაყიდულა, ან არ გადაცემულა სხვა გზით სხვა
პირებზე სელექციონერის მიერ ან მისი თანხმობით;
(i) ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც წარდგენილი იყო განაცხადი ამ
თარიღამდე ერთი წლით ადრე, და
(ii) სხვა ტერიტოიაზე, გარდა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიისა, სადაც იყო
წარდგენილი განაცხადი, ოთხი წლით ადრე, ხე-მცენარეებთან და ვაზთან
დაკავშირებით – მითითებულ ვადაზე ექვსი წლით ადრე.
(2) [ახლად გამოყვანილი ჯიშები] იმ შემთხვევაში, როცა ხელშემკვრელი მხარე
იყენებს მოცემულ კონვენციას გვარებსა და სახეობებთან დაკავშირებით, რომელთა
მიმართაც არ იყენებდა ამ კონვენციას ან ადრინდელ აქტს, მას შეუძლია განიხილოს
ახლად გამოყვანილი ჯიშის, რომელიც დაცვის გავრცელების ვადისათვის უკვე არსებობდა, სიახლის მოთხოვნა დაკმაყოფილებულად, რომლის განმარტებაც მოცემულია 1-ლი პუნქტით, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ამ პუნქტით აღწერილი გაყიდვა ან სხვა პირზე გადაცემა მოხდა ამ პუნქტით დადგენილ ვადაზე ადრე.
(3) ["ტერიტორია” ცალკეული შემთხვევისათვის] 1-ლი პუნქტის მიზნებისათვის, ყველა ხელშემკვრელ მხარეს, რომლებიც არიან ერთი და იმავე სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციის წევრები, შეუძლიათ იმოქმედონ ერთობლივად, თუ ამას მოითხოვს აღნიშნული ორგანიზაციის წესები, რათა ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე განხორციელებული ქმედებები გაუთანაბრდეს ქმედებებს, განხორციელებულს საკუთარ ტერიტორიაზე, და თუ ისინი ასე იმოქმედებენ, მაშინ უნდა გაუგზავნონ გენერალურ მდივანს შესაბამისი შეტყობინებ