2. ცხოველის ჯიშის სიახლეზე გავლენას არ მოახდენს, თუ ამ ჯიშისაგან წარმოებულ სანაშენე ცხოველს ან სანაშენე მასალას სხვა პირი გამოიყენებს:
ა) სელექციონერისათვის ზიანის მიყენების მიზნით;
ბ) ცხოველის ჯიშის საკონკურსო ან საწარმოო გამოცდის ჩასატარებლად;
გ) ცხოველის ჯიშის გასავრცელებლად დაშვების, ხარისხის დადგენის ან სხვა სახის შემოწმების ჩატარების მიზნით.
3. ცხოველის ჯიშის სიახლეზე გავლენას არ მოახდენს, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიღებული ნამეტი პროდუქტი გამოიყენება ცხოველის ჯიშისაგან წარმოებულ პროდუქტად აღიარების გარეშ