2. საქპატენტს შეუძლია ცხოველის ან/და მცენარის ახალ ჯიშზე სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანოს ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირის (შემდგომ − გამოცდის ჩამტარებელი პირი) მიერ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების შესაბამისად ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე.
3. საქპატენტს შეუძლია ცხოველის ახალ ჯიშზე სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ ცხოველის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე, ხოლო მცენარის ახალ ჯიშზე სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება – კავშირის წევრი სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1648 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2022 წლის 5 ოქტომბრის კანონი №1860 – ვებგვერდი, 17.10.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.10.2022-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 05.10.2022 კანონი №1860
- 07.12.2017 კანონი №1648
წინა რედაქცია (29.12.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 3 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი –− „საქპატენტი“ (შემდგომში – „საქპატენტი“) უზრუნველყოფს სელექციონერისათვის სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მინიჭებას და ოფიციალური ბიულეტენის გამოცემის გზით საზოგადოების ინფორმირებას ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშებისზე განაცხადებისა და სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მინიჭების შესახებ. 2. განსხვავებულობქპაზტე, ერთგვაროვნებასა და სტაბილს შეურობძლიაზე ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშიზე ს გამოცდას საქართველოშექცი ახონერციელებს სგაჯარო ნსამართლის იკუთრიდიებული პირის – აკრუფლედბიტაციის ერთმიანიჭეროვნულბი ორგანოს – შესაკრხებ გადიტაციის ცწყვენტრის მილერ ბაკრედ მიტებული პირი ღოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მსისტერ დამტკიცებს უფლი მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების შესაბამისად, დაკვეთის საფუძველზე. აღნიშნული ორგამნოცდის შედეგების საფუძველზენ საქართველოს სკანოფლის ნმდეურნებლობის სთ დამიდგენილი წესტროსით ან აკრსედიტებული პირის (შემუდგომივ − გამოქმეცდის ჩაექსპერმტო სარებჭო გასცელი პირი) მს დასკვნასიერ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე. სამ პქაროცთვედურებილოს გკანხორცინმდებლეობისთ დადგენილი მოთხოვნების პასუხ და გამოცდის მგებთოდელბის შესაბამისაქდ ჩატართვებული გამოს სოფლცდის მშეურნდეოგების სამინისტროფუძველზე. 3. „საქპატენტს“ შეუძლია ცხოველის ახალ ჯიშზე სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს ან სელექციონერის მიერ ცხოველის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე, ხოლო მცენარის ახალ ჯიშზე სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება – კავშირის წევრი სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს ან სელექციონერის მიერ მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე.