„ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ 15.12.2010
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი − „საქპატენტი“ (შემდგომ – საქპატენტი) უზრუნველყოფს სელექციონერისთვის სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მინიჭებას და ოფიციალური ბიულეტენის გამოცემით საზოგადოების ინფორმირებას ცხოველის ან/და მცენარის ახალ ჯიშებზე განაცხადებისა და სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მინიჭების შესახებ.
2. საქპატენტს შეუძლია ცხოველის ან/და მცენარის ახალ ჯიშზე სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანოს ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირის (შემდგომ − გამოცდის ჩამტარებელი პირი) მიერ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების შესაბამისად ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე.
3. საქპატენტს შეუძლია ცხოველის ახალ ჯიშზე სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ ცხოველის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე, ხოლო მცენარის ახალ ჯიშზე სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება – კავშირის წევრი სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე.“.
2. მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სელექციონერის წერილობით ვალდებულებას, გამოცდის ჩამტარებელ პირს დადგენილ ვადაში, დადგენილი ოდენობით, უსასყიდლოდ მიაწოდოს შესაბამისად ცხოველის ჯიშის სანაშენე მასალის ან მცენარის ჯიშის გასამრავლებელი მასალის ნიმუშები;“.
3. 27-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შედავების მიღებიდან 1 კვირის განმავლობაში საქპატენტი შედავების მასალებს დასკვნისთვის გადასცემს გამოცდის ჩამტარებელ პირს. შედავების მასალების ასლები გადაეცემა განმცხადებელს.
2. საქპატენტი შედავებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს გამოცდის ჩამტარებელი პირის დასკვნის საფუძველზე.“.
4. 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულებისა და საგანაცხადო მასალების ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნების შემდეგ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიში 2 კვირის ვადაში გადაეცემა გამოცდის ჩამტარებელ პირს ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩასატარებლად.“.
5. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოში ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ჩატარებული გამოცდის შედეგებს აფორმებს გამოცდის ჩამტარებელი პირი და 1 თვის ვადაში გადასცემს საქპატენტს.“.
6. 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ საქპატენტში შეტანილი განაცხადი ეხება ჯიშს, რომლის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდა უკვე ჩაატარა გამოცდის ჩამტარებელმა პირმა და გასცა დადებითი დასკვნა, ამ განაცხადზე ტარდება მხოლოდ ჯიშის სიახლესა და დასახელებასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა.“.
7. IX თავი ამოღებულ იქნეს.
8. 47-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. საქართველოს მთავრობამ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით 2022 წლის 31 დეკემბრამდე დადგენილებით დაამტკიცოს:
ა) ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესი;
ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების საფასურის ოდენობა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 5 ოქტომბერი 2022 წ. N1860-IXმს-Xმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 3. 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი − „საქპატენტი“ (შემდგომ – საქპატენტი) უზრუნველყოფს სელექციონერისთვის სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მინ
- მუხლი 17. 1. განაცხადი უნდა შეიცავდეს:
- მუხლი 27. 1. შედავების მიღებიდან 1 კვირის განმავლობაში საქპატენტი შედავების მასალებს დასკვნისთვის გადასცემს გამოცდის ჩამტარებელ პირს. შედავების მასალების ასლები გადაეცემა განმცხადებელს
- მუხლი 28. 1. განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულებისა და საგანაცხადო მასალების ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნების შემდეგ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიში 2 კვირის ვადაში გადაეცემა გამოცდის ჩამ
- მუხლი 29. 1. საქართველოში ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ჩატარებული გამოცდის შედეგებს აფორმებს გამოცდის ჩამტარებელი პირი და 1 თვის ვადაში გადასცემს საქპა
- მუხლი 31. 1. თუ „საქპატენტში“ შეტანილი განაცხადი ეხება ჯიშს, რომელიც სელექციონერის უფლებით დაცულია სხვა ქვეყანაში, ცხოველის ეს ჯიში საქართველოს ტერიტორიაზე განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გა
- მუხლი 45. ამ კანონის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოყენება მესამე პირის მიერ ითვლება სელექციონერის უფლებების დარღვევად და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესა
- მუხლი 47. 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრთან – „საქპატენტთან“ ერთად ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში მოამზადოს და დაამტკიცოს:
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.10.2022.
- როდის იქნა მიღებული „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.10.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1860-IXმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 410010020.05.001.020633.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.10.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1860-IXმს-Xმპ, 05.10.2022, სარეგისტრაციო კოდი 410010020.05.001.020633 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.10.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5581410/