„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ბავშვიანი ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა“ (პროგრამული კოდი: 06 02 15) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 ივნისის №261 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №40 |
|
2022 წლის 24 ნოემბერი ქ. რუსთავი |
ა) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ქვეპუნქტი:
„11 . გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ – ქალაქი რუსთავი.“;
ბ) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური.“;
გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ქვეპროგრამის მიზანი და ამოცანა
1. ქვეპროგრამის მიზანს წარმოადგენს, ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა, ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების სოციალური დახმარება და გაძლიერება, მათთვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებით.
2. სოციალური დახმარების პროცესი მოიცავს, უკიდურესად მძიმე საბინაო პირობებში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გამოვლენას, შეფასებასა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას საყოფაცხოვრებო და პირადი მოხმარების ნივთების შეძენით.“;
დ) ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი;
ე) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უკიდურესად მძიმე სოციალური პირობები იდენტიფიცირდება სოციალური მუშაკის შეფასების საფუძველზე, ხოლო დახმარების მიღებაზე თანხმობა დასტურდება ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის /ბავშვზე პასუხისმგებელი პირის მიერ.“;
ვ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თითოეულ ოჯახზე საყოფაცხოვრებო და პირადი მოხმარების ნივთების შეძენა ხორციელდება წელიწადში ერთხელ.“;
ზ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ქვეპროგრამის ბიუჯეტიდან ერთი ოჯახისათვის საყოფაცხოვრებო და პირადი მოხმარების ნივთების ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე.“;
თ) მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) კანონიერი წარმომადგენლის ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი); ბავშვ(ებ)ის აქტიური რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);“;
ი) ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი;
კ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ოჯახის სარეიტინგო ქულა არ არემატება 100 000-ს.“;
ლ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. ქვეპროგრამის განმახორციელებელს აქვს უფლება გადაამოწმოს პროგრამით მოსარგებლე პირის მონაცემები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ელექტრონულ რეესტრსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.“;
მ) ამოღებულ იქნეს მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი;
ნ) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.“.
|