„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 10) განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.160.016751
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/06/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2022 წლის 31 მაისი

ქ. რუსთავი

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა’’ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 10) განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების’’ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 10) განხორციელების წესის’’ დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №86 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 26/12/2018წ., 010250050.35.160.016522) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართი №1-ში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

 

) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. წესის მიზანი

ამ წესის მიზანს წარმოადგენს, ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები (რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე) შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად შემეცნებითი, თვითმოვლის, კომუნიკაციური უნარების განვითარების ხელშეწყობა და სოციალური დახმარების გაწევა.“

) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აღნიშნული ქვეპროგრამით სარგებლობენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე) მოქალაქეები, რომლებიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ), მათ შორის:

ა) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირები, რომლებიც წარმოადგენენ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სტატუსით „ტოტალური (ნულოვანი მხედველობის) უსინათლო“, რომელთაც ესაჭიროებათ გადაადგილება გამცილებლის მეშვეობით;

ბ) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

ბ.ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (სტატუსით „უსინათლო“) პირები, განურჩევლად მათი სოციალური სტატუსისა;

ბ.ბ)  18 წლამდე ასაკის პირები, რომლებიც წარმოადგენენ შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვებს და რომელთაც სტატუსი მიენიჭათ სამედიცინო ექსპერტიზის კომისიის მიერ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო;

ბ.გ) დაბადებიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები 18 წლის შემდგომ, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს.“

 

) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მისაღებად მოსარგებლე განცხადებით ან/და სატელეფონო ზარით (შემდეგ ნომრებზე: (0341) 25-50-25; 13 00 მერიის ცხელი ხაზი)) მიმართავს ქვეპროგრამის განმახორციელებელს, რომელიც „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ რუსთავის ფილიალის მიერ მოწოდებულ ბაზებზე დაყრდნობით (მიწოდებული მონაცემები უნდა შეიცავდეს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ტოტალურ (ნულოვანი მხედველობის) უსინათლოთა შესახებ აუცილებელ მონაცემებს: სახელი, გვარი, პირადი ნომერი; საცხოვრებელი ადგილის ფაქტობრივი და იურიდიული (რეგისტრაცია) მისამართი) მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად ახორციელებს მომსახურების გამწევ ოპერატორთან ბენეფიციარის და მომსახურების გაწევის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.“

 

) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  მომსახურების მისაღებად მოსარგებლე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი/ნათესავი განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს და წარუდგენს შემდეგი სახის დოკუმენტაციას: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლს;

ბ) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში);

გ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელ დოკუმენტს ფორმას IV-50/4 (სტატუსით „უსინათლო“, დაბადებიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი);

დ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელ  დოკუმენტს – აქტს, წარმოდგენილი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ (სასურველია წარმოდგენილ იქნეს საცხოვრებელი ადგილის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ან ამონაწერის არქონის შემთხვევაში ბინის ორდერის ასლი);

ე) ქვეპროგრამით მოსარგებლე პირთა ნათესაური კავშირის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, იმ შემთხვევაში თუ განცხადება წარმოდგენილია  ოჯახის წევრის/ნათესავის მიერ;

ვ) ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამონაწერს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარი შეროზია