„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრმის „ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 16) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის N289 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №100 |
|
2023 წლის 21 დეკემბერი ქ. რუსთავი |
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1 . ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამის“ (პროგრამული კოდი: 06 02 16) განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის მქონე ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების მატერიალურ დახმარების წესსა და პირობებს.“
ბ) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:
„11. გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი რუსთავი.“.
გ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების მხარდაჭერის პროცესი მოიცავს ძალადობის მსხვერპლი ფიზიკური პირების განცხადებების განხილვას და ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევას.“.
დ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) პირი, რომელსაც აქვს დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ და სასამართლოს ორგანოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლითაც დასტურდება მსხვერპლის მიმართ ჩადენილი დანაშაული, მოძალადე ცნობილ იქნა დამნაშავედ და გადაწყვეტილების გამოტანიდან არ არის გასული 6 (ექვსი) თვე.“.
ე) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. დაფინანსება გაიცემა ძალადობის მსხვერპლ პირზე ერთჯერადად, წელიწადში 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.“.
ვ) მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მისაღებად განმცხადებელი მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს და წარადგენს შემდეგ დოკუმენტაციას:
ა) მსხვერპლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);
ბ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობა;
გ) კანონიერი წარმომადგენლობის ან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა პირის რეგისტრაციის ადგილის შესახებ (სრული საინფორმაციო ბარათი);
ე) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტი, რომელიც გაცემულია უფლებამოსილი სამსახურის/ორგანოს მიერ ან/და შესაბამისი ორგანოს/სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ და სასამართლო ორგანოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლითაც მოძალადე ცნობილ იქნა დამნაშავედ;
ზ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
თ) ძალადობის მსხვერპლი პირის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ, კანონი დადგენილი წესით;
ი) თავშესაფარში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში.“.
ზ) მე-7 მუხლი 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 16) ქვეპროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.“.
თ) მე-7 მუხლი მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახურის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.“.
|