„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №44 დადგენილებით დამტკიცებულ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 |
|
2020 წლის 14 აგვისტო ქ. ბაღდათი |
1.დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლის (მუნიციპალიტეტის მერი) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მიიღოს მერის წარმომადგენელი.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-12 მუხლის (მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები):
ა) მე-4 პუნქტი (ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის და სივრცითი მოწყობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების დასაგეგმად საჭირო ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტების დადგენის მიზნით სათანადო ღონისძიებების გატარება; სამშენებლო-სარეაბილიტაციო და საექსპლუატაციო სამუშაოების ინსპექტირებას და მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციასთან და სახელშეკრულებო პირობებთან შესაბამისობის კონტროლი; მუნიციპალიტეტში სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.
ბ) მე-5 პუნქტი (კულტური, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის, კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის, სპორტის საკითხთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა.“.
გ) მე-6 პუნქტი (სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:)) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ასევე ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილთა და ვეტერანთა საქმეებზე მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება. საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ და „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელება საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.“.
დ) მე-7 პუნქტის (სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:“
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-14 მუხლის (მერის წარმომადგენელი):
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში არის საჯარო მოსამსახურე, რომელიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მიიღება სამსახურში ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე. იგი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.“.
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„2. მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ამ მუხლით განსაზღვრულ და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მინიჭებულ უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში და მისი უფლებამოსილების ვადა არ უნდა აღემატებოდეს მერის უფლებამოსილების ვადას.“.
გ) დაემატოს მე-6 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6.მერის წარმომადგენლის უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში სამსახურებრივ ფუნქციებს ასრულებს, ამავე ადმინისტრაციულ ერთეულში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული შესაბამისი პირი, მერის გადაწყვეტილებით.“.
|