„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ბავშვიანი ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა“ (პროგრამული კოდი: 06 02 15) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 ივნისის №261 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №290 |
|
2021 წლის 25 ნოემბერი ქ. რუსთავი |
ა) მე-3 მუხლი 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის მიზანს წარმოადგენს, ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა, ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების სოციალური დახმარება და გაძლიერება, მათთვის საბინაო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებით.“
ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სოციალური დახმარების პროცესი მოიცავს, უკიდურესად მძიმე საბინაო პირობებში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გამოვლენას, შეფასებას, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასა (საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენით) და საცხოვრებელ ფართში სარემონტო სამუშაოების განხორციელებას ინფრასტრუქტურული მიმართულებით.“
გ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ქვეპროგრამის ამოცანაა, საცხოვრებელ ფართში შემდეგი სახის სარემონტო სამუშაოების განხორციელება მაგ: კედლების ამოშენება და ჭერის შეკეთება, კარ-ფანჯრების შეცვლა, იატაკის, სველი წერტილების მოწყობა და აღჭურვა. ბუნებრივი აირით, ელექტრო ენერგიით და წყლის მიწოდების სისტემით უზრუნველყოფა (მხოლოდ გამრიცხველიანებულ ფართში), გათბობის მოწყობა, მხოლოდ ლოკალური/ადგილობრივი გამათბობელის მონტაჟით. საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება ხორციელდება ასევე საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენით.“
დ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უკიდურესად მძიმე სოციალური პირობები იდენტიფიცირდება სოციალური მუშაკის შეფასების საფუძველზე, ხოლო დახმარების მიღებაზე თანხმობა დადასტურებულია ბავშვის კანონიერი წარმომადგენლისა და ფართის მესაკუთრის მიერ. ფართის მესაკუთრის თანხმობა არ არის საჭირო, თუ დახმარება ხდება საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენით.“
ე) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თითოეულ ოჯახზე სარემონტო სამუშაოები და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა ხორციელდება წელიწადში ერთხელ.“
ვ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ქვეპროგრამის ბიუჯეტიდან ერთი ოჯახისათვის სარემონტო სამუშაოს და საყოფაცხოვრებო ნივთების ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე.“
|