„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის №464 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 |
|
2021 წლის 8 აპრილი ქ. თბილისი |
1. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალოს საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესაბამისი ცვლილებების ინიციირება, ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ანალოგიური პროგრამის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახნავი და სათიბი კატეგორიის მიწის ნაკვეთებთან მიმართებით განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის:
ა) მე-2 მუხლის:
ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) უძრავი ნივთი − სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახნავი ან/და სათიბი კატეგორიის მიწის ნაკვეთ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც მოიჯარეს იჯარის უფლებით აქვს გადაცემული;“;
ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) იჯარის ხელშეკრულება − 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით დადებული, განცხადების წარდგენის დროისათვის მოქმედი და სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება, რომლის მხარეებსაც წარმოადგენენ მოიჯარე და სააგენტო (მათ შორის, უფლებამონაცვლეობის საფუძველზე);“;
ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახნავი კატეგორიის მიწის ნაკვეთ(ებ)ის პრივატიზების თაობაზე განცხადების წარდგენის შემთხვევაში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის ან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს წერილი, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სათიბი კატეგორიის მიწის ნაკვეთ(ებ)ის პრივატიზების თაობაზე განცხადების წარდგენის შემთხვევაში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის წერილი, რომლ(ებ)ითაც მარწმუნებლად უნდა დასტურდებოდეს იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახნავი/სათიბი კატეგორიის მიწის ნაკვეთ(ებ)ის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების ფაქტი;“;
დ) მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს
ე) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ იჯარის ხელშეკრულებით მოიჯარისათვის სახნავი ან/და სათიბი კატეგორიის მიწის ნაკვეთთან ერთად ასევე გადაცემულია სხვა კატეგორიის სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სხვა კატეგორიის მიწის ნაკვეთებზე ნარჩუნდება მოიჯარის სარგებლობის უფლება.“;
ვ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„მუხლი 9. უძრავი ნივთის ნაწილის გასხვისების დაუშვებლობა
დაუშვებელია ერთი და იმავე იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახნავი ან/და სათიბი კატეგორიის უძრავი ნივთ(ებ)ის ნაწილის პრივატიზება, გარდა ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის №464 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის №464 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.04.2021.
- როდის იქნა მიღებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის №464 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის №464 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.04.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №160. სარეგისტრაციო კოდი — 340170000.10.003.022715.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის №464 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის №464 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის №464 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.04.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის №464 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №160, 08.04.2021, სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.022715 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.04.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5146840/