„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №290 |
|
2025 წლის 24 ივლისი ქ. თბილისი |
1. დადგენილების:
ა) მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლენილი დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლების ავტომობილებზე, გარდა ამ დადგენილების 43 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა;“;
ბ) 42 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 43 მუხლი:
„მუხლი 43. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლენილი დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლებისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩანაცვლება ხდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, ამავე სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების − დაზვერვის სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის“:
ა) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება (შემდგომში − დაწესებულება) – საქართველოს სამინისტრო, სახელმწიფო მინისტრის აპარატი, მათ სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და საჯარო სამართლის იურიდიული პირი (შემდგომში − სსიპ), საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საქართველოს მთავრობის/ საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (შემდგომში − ა(ა)იპ), 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმო;“;
ბ) მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე და მათთან გათანაბრებული თანამდებობის პირი;“;
გ) დანართის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე;“.
|