თავი IV — ცხოველის და მცენარის ახალი ჯიშების ექსპერტიზა, გამოქვეყნება, რეგისტრაცია და მოწმობის გაცემა
2. ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოცდის დადებითი დასკვნის შემთხვევაში გამოცდის ჩამტარებელი პირი განმცხადებელთან ერთად ადგენს ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობას, რომელსაც დასკვნასთან ერთად გადასცემს „საქპატენტს“.
3. გამოცდის შედეგების შესახებ მონაცემები განმცხადებლის კომერციული საიდუმლოებაა; „საქპატენტთან“ და განმცხადებელთან შეუთანხმებლად მათი სხვა პირისათვის გადაცემა ითვლება დარღვევად და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2022 წლის 5 ოქტომბრის კანონი №1860 – ვებგვერდი, 17.10.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.10.2022-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.10.2022 კანონი №1860
წინა რედაქცია (29.12.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 29 1. საქართველოში ჩატარებული ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ჩატარებული გამოცდის შედეგებს აფორმებს გამ კანონცდის ჩამე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აკრედიტებუელი პირი და 1 თვის ვადაში გადასცემს „საქპატენტს“. 2. ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოცდის დადებითი დასკვნის შემთხვევაში გამოცდის ჩამტარებელი პირი განმცხადებელთან ერთად ადგენს ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობას, რომელსაც დასკვნასთან ერთად გადასცემს „საქპატენტს“. 3. გამოცდის შედეგების შესახებ მონაცემები განმცხადებლის კომერციული საიდუმლოებაა; „საქპატენტთან“ და განმცხადებელთან შეუთანხმებლად მათი სხვა პირისათვის გადაცემა ითვლება დარღვევად და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.