ა) ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიში არ აკმაყოფილებს დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს;
ბ) ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობა სრულ წარმოდგენას არ ქმნის ამ ჯიშის შეფასებისთვის;
გ) ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობაში შეტანილია ყალბი მონაცემები;
დ) განაცხადში აღწერილ ცხოველის ან მცენარის ახალ ჯიშზე ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად პრიორიტეტის მოთხოვნა სხვა ქვეყანაში ცხოველის ან მცენარის ამ ჯიშზე წარდგენილი განაცხადის მიხედვით საფუძველს მოკლებული