ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიში ითვლება განსხვავებულად, თუ იგი ნათლად განირჩევა სხვა ჯიშისაგან, რომლის არსებობაც „საქპატენტში“ განაცხადის შეტანის დღისათვის საყოველთაოდ ცნობილია; კერძოდ, განაცხადის შეტანა სელექციონერის უფლების მისანიჭებლად ან ჯიშის ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრში ან კატალოგში შესატანად ნებისმიერ ქვეყანაში ჯიშს ხდის საყოველთაოდ ცნობილად განაცხადის შეტანის დღიდან, თუ განაცხადის შეტანის შედეგად მინიჭებულია სელექციონერის უფლება ან თუ ჯიში შეტანილია ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრში ან კატალოგში.
ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ · რედაქცია 05.10.2022
მუხლი 13
თავი III — ცხოველის და მცენარის ახალი ჯიშების დაცვისუნარიანობა
რედაქციის ისტორია
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 05.10.2022. გამოქვეყნება: სსმ, 76, 29/12/2010.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“, მუხლი 13, №4066-რს, 15.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 410010020.05.001.016161 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.10.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1160635/muxli-13/