მოცემული აქტის მიზნებისათვის:
(i) "ეს კონვენცია" ნიშნავს მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო
კონვენციის წინამდებარე (1991) აქტს;
(ii) "1961/1972 წწ. აქტი "ნიშნავს: 1961 წლის 2 დეკემბრის მცენარეთა ახალი ჯიშების
დაცვის საერთაშორისო კონვენციას, 1972 წლის 10 ნოემბერის დამატებითი აქტით
შეტანილი ცვლილებების მიხედვით;
(iii) "1978 წლის აქტი "ნიშნავს მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო
კონვენციის 1978 წლის 23 ოქტომბრის აქტს;
(iv) "სელექციონერი ნიშნავს”:
- პირს, რომელმაც გამოიყვანა, გამოავლინა ან გააუმჯობესა ჯიში;
- ზემოთ აღნიშნული პირის სამუშაოს მიმცემს, ან დავალების გამცემს, თუ ასეთი რამ
გათვალისწინებულია შესაბამისი მხარის კანონმდებლობით, ან
- პირველი ან მეორე პირის უფლებამონაცვლეს, შემთხვევის მiხედვით.
(v) "სელექციონერის უფლება” ნიშნავს მოცემული კონვენციით გათვალისწინებულ
სელექციონერის უფლებას;
(vi) "ჯიში” ნიშნავს მცენარეთა ჯგუფს, ცნობილი ბოტანიკური ტაქსონის უდაბლესი
საფეხურის ფარგლებში, რომელიც მიუხედავად იმისა აკმაყოფილებს, თუ არა
სრულად სელექციონერის უფლების მინიჭების პირობებს, შესაძლებელია,განისაზღვროს მოცემული გენოტიპით ან გენოტიპთა კომბინაციით განპირობებულ
მახასიათებელთა გამომჟღავნებით;
- განსხვავებული იქნეს ნებისმიერი სხვა მცენარეთა ჯგუფების ან, მითითებულ
განპირობებულ მახასიათებლებიდან სულ მცირე ერთის გამჟღავნებით, მაინც და
განხილულ იქნეს მთლიანად მისი, უცვლელად კვლავ წარმოებისათვის გამოდგომის
თვალსაზრისით;
(vii) ხელშემკვრელი მხარე ნიშნავს მოცემული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს ან
სახელმწიფოთაშორის ორგანიზაციას;
(viii)”ტერიტორია” ხელშემკვრელ მხარესთან დაკავშირებით ნიშნავს თუ
ხელშემკვრელი მხარე სახელმწიფოა – ამ სახელმწიფოს ტერიტორიას, ხოლო იმ
შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელი მხარე სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციაა -
ტერიტორიას, რომელზეც გამოიყენება, ამ სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციის
დამაარსებელი ხელშეკრულება;
(ix) "უფლებამოსილი ორგანო” ნიშნავს ორგანოს, მითითებულს 30 (1) (ii) მუხლით;
(x) "კავშირი” ნიშნავს მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის კავშირს, დაარსებულს 1961
წლის აქტით და შემდგომ მოხსენიებულს 1072 წლის აქტით, 1978 წლის აქტით და
მოცემული კონვენციით;
(xi) "კავშირის წევრი” ნიშნავს 1961/1972 წწ. ან 1978 წ. აქტის მონაწილე სახელმწიფოს,ან ხელშემკვრელ მხარეს.
ხელშემკვრელ მხარეთა ზოგადი ვალდებულებე