(1) [რეჟიმი] ამ კონვენციით განსაზღვრული უფლებების ხელშეუხებლად, სელექციონერთა უფლებების მინიჭებასა და დაცვასთან დაკავშირებით, ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები, აგრეთვე ფიზიკური პირები, რომლებსაც აქვთ საცხოვრებელი ადგილი, და იურიდიული პირები, რომლებსაც ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე აქვთ რეგისტრირებული სამსახური, ყოველი სხვა მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ იმავე რეჟიმით, რომელიც მინიჭებული აქვს ან შეიძლება მიანიჭოს შემდგომი კანონმდებლობით ყოველმა ასეთმა ხელშემკვრელმა მხარემ
საკუთარ მოქალაქეებს,იმის გათვალისწინებით, რომ მითითებული მოქალაქეები, ფიზიკური პირები ან იურიდიული პირები დააკმაყოფილებენ პირობებსა და ფორმალობებს, რომლებიც დადგენილია აღნიშნული სხვა ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით საკუთარი მოქალაქეებისათვის.
(2) ["მოქალაქეები”] წინა პუნქტის მიზნებისათვის "მოქალაქეები” ნიშნავს, თუ ხელშემკვრელი მხარე სახელმწიფოა – ამ სახელმწიფოს მოქალაქეებს, ხოლო თუ ხელშემკვრელი მხარე სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციაა, ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს.
სელექციონერის უფლების მინიჭების პირობე