თავი VI — ცხოველის და მცენარის ახალი ჯიშების რეგისტრაციისა და მოწმობების ბათილობა და ძალადაკარგულად ცნობა
ა) ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიში აღარ აკმაყოფილებს ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშისთვის შესაბამისად ამ კანონის მე-14 ან მე-15 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოთხოვნით, დადგენილ ვადაში სელექციონერმა არ წარადგინა ცნობები, საბუთები ან მასალები, რომლებიც აუცილებელია ჯიშის შენარჩუნების შემოწმებისათვის ამ კანონის 39-ე მუხლის საფუძველზე;
გ) სელექციონერმა არ დააკმაყოფილა უფლებების შენარჩუნებისათვის დადგენილი მოთხოვნები;
დ) იმ შემთხვევაში, თუ ცხოველის ან მცენარის ჯიშის დასახელება გაუქმდა სელექციონერის უფლების მინიჭების შემდეგ, სელექციონერის მიერ არ იქნა შეთავაზებული სხვა, შესაბამისი დასახელება.
2. ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაცია და მოწმობა შეიძლება ძალადაკარგულად ან ბათილად იქნეს ცნობილი სელექციონერის მიერ „საქპატენტში“ წერილობითი მოთხოვნის წარდგენის საფუძველზე.
3. მონაცემები ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის ძალადაკარგულად ან ბათილად ცნობის შესახებ „საქპატენტს“ შეაქვს ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრში და ამის თაობაზე ცნობას აქვეყნებს შესაბამის ოფიციალურ ბიულეტენში.
საქართველოს 2017 წლის 7
დეკემბრის
კანონი №1648
–
ვებგვერდი, 14.12.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 07.12.2017-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 07.12.2017 კანონი №1648
წინა რედაქცია (29.12.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 41 1. დაინტერესებული პირის მოთხოვნით ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაცია და მოწმობა შეიძლება ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების დღიდან, თუ დადგინდა, რომ: ა) ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიში აღარ აკმაყოფილებს ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშისთვის შესაბამისად ამ კანონის მე-14 ან მე-15 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოთხოვნით, დადგენილ ვადაში სელექციონერმა არ წარადგინა ცნობები, საბუთები ან მასალები, რომლებიც აუცილებელია ჯიშის შენარჩუნების შემოწმებისათვის ამ კანონის 39-ე მუხლის საფუძველზე; გ) სელექციონერმა არ დააკმაყოფილა უფლებების შენარჩუნებისათვის დადგენილი მოთხოვნები; დ) იმ შემთხვევაში, თუ ცხოველის ან მცენარის ჯიშის დასახელება გაუქმდა სელექციონერის უფლების მინიჭების შემდეგ, სელექციონერის მიერ არ იქნა შეთავაზებული სხვა, შესაბამისი დასახელება. 2. ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაცია და მოწმობა შეიძლება ძალადაკარგულად ან ბათილად იქნეს ცნობილი სელექციონერის მიერ „საქპატენტში“ წერილობითი მოთხოვნის წარდგენის საფუძველზე. 3. მონაცემები ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის ძალადაკარგულად ან ბათილად ცნობის შესახებ „საქპატენტს“ შეაქვს ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრში და ამის თაობაზე ცნობას აქვეყნებს შესაბამის ოფიციალურ ბიულეტენში.