ადგილწარმოშობის დასახელებად ან გეოგრაფიულ აღნიშვნად არ რეგისტრირდება დასახელება, რომელიც:
ა) ამ კანონის მე-3 მუხლის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს;
ბ) გვარეობით ცნებად არის მიჩნეული;
გ) საჯარო წესრიგს ან მორალის აღიარებულ პრინციპებს ეწინააღმდეგება;
დ) მცენარის ჯიშის (საღვინე ვაზის ჯიშის ჩათვლით) ან ცხოველის ჯიშის დასახელებას ეწინააღმდეგება, რამაც შეიძლება მომხმარებელს საქონლის წარმოშობის შესახებ მცდარი წარმოდგენა შეუქმნა