მხარეები ანიჭებენ ავტორებს განსაკუთრებულ უფლებას ნება დართონ ან აკრძალონ:

(a) მათი ნაწარმოების პირდაპირი ან არაპირდაპირი, დროებითი ან მუდმივი რეპროდუცირება ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით, მთლიანად ან ნაწილობრივ;

(b) ნებისმიერი ფორმით მათი ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის საზოგადოებაში გავრცელება გაყიდვის ან სხვა გზით;

(c) მათი ნაწარმოების ნებისმიერი საჯარო შესრულება სადენიანი ან უსადენო კავშირგაბმულობის საშუალებით მათ შორის იმგვარად, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოების წევრებისთვის მათ მიერ არჩეულ დროს და ადგილიდა