მაუწყებლის ორგანიზაციებს უფლება აქვთ ნება დართონ ან აკრძალონ:
ა) თავისი გადაცემის რეტრანსლაცია;
ბ) თავისი გადაცემების ჩაწერა;
გ) რეპროდუცირება:
(
i) თავისი გადაცემების ჩანაწერებისა, რომლებიც გაკეთდა მათი თანხმობის გარეშე;
(
ii) თავისი გადაცემების ჩანაწერებისა, რომლებიც გაკეთდა მე-15 მუხლის დებულებების შესაბამისად, თუ რეპროდუცირება ხორციელდება იმ მიზნებისათვის, რომლებიც განსხვავდება ამავე დებულებებით განსაზღვრული მიზნებისაგან;
დ) მათი სატელევიზიო გადაცემების საყოვეთაო გაცნობისათვის გადაცემა, თუ ასეთი გადაცემა მიმდინარეობს ადგილებში, სადაც საზოგადოებისათვის შესვლა ფასიანია; ამ უფლების გამოყენებასთან დაკავშირებული პირობების განსაზღვრა წარმოადგენს იმ სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობის რეგულირების საგანს, სადაც მოითხოვება უფლების დაცვ