ყოველმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეროვნული რეჟიმის გავრცელება მაუწყებლის ორგანიზაციაზე, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი რომელიმე პირობა:
ა) მაუწყებლის ორგანიზაციის შტაბბინა მდებარეობს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე;
ბ) მაუწყებლობა განხორციელდა გადაცემიდან, რომელიც სხვა მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზეა განთავსებული.
2. ყოველმა მონაწილე სახელმწიფომ შეტყობინების საშუალებით, რომლის დეპონირებაც უნდა მოხდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, შეიძლება განაცხადოს, რომ ის დაიცავს მაუწყებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებლობის ორგანიზაციის შტაბბინა სხვა მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზეა და მაუწყებლობა ხორციელდება იმ გადამცემის მეშვეობით, რომელიც ამავე მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზეა განთავსებული. შეტყობინების დეპონირება შეიძლება განხორციელდეს კონვენციის რატიფიკაციის, მიღების, მასთან შეერთების, ან ნებისმიერ სხვა დროს; ბოლო შემთხვევაში შეტყობინება ძალაში შევა მისი დეპონირებიდან 6 თვის შემდე