(1) ხელშეკრულების დამდები ყოველი მხარე სხვა მხარეების მოქალაქეებისათვის უზრუნველყოფს მე-3(2) მუხლით განსაზღვრულ იმავე რეჟიმს, როგორსაც საკუთარი მოქალაქეებისათვის იმ განსაკუთრებული უფლებების თვალსაზრისით, რომლებიც ამ ხელშეკრულებით სპეციალურადაა უზრუნველყოფილი და ჰონორარის მიღების უფლებით, როგორც ეს ამ ხელშეკრულების მე-15(3) მუხლითაა გათვალისწინებული.

(2) (1) პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ გამოიყენება იმ ზომით, რა ზომითაც ხელშეკრულების დამდები სხვა მხარე იყენებს ამ ხელშეკრულების მე-15(3) მუხლით დაშვებულ შესწორებებს.

თავიII. შემსრულებლის უფლე