ამ მოვალეობების შესრულებისას უშიშროების საბჭომ უნდა იმოქმედოს გაერთიანებული ერების მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად. ამ ვალდებულებების შესრულების მიზნით უშიშროების საბჭოსათვის მინიჭებული კონკრეტული უფლებამოსილებები განსაზღვრულია VI, VII, VIII და XII თავებში.
უშიშროების საბჭომ გენერალურ ასამბლეას განსახილველად უნდა წარუდგინოს ყოველწლიური და, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ანგარიშებ