ასეთმა შეთანხმებამ ან შეთანხმებებმა უნდა მოაწესრიგოს ძალების რაოდენობა და ტიპები, მათი მზადყოფნის დონე და ზოგადი ადგილსამყოფელი, აგრეთვე – მისაწოდებელი საშუალებებისა და დახმარების სახე.

შეთანხმება ან შეთანხმებები უნდა შემუშავდეს შეძლებისდაგვარად სწრაფად, უშიშროების საბჭოს ინიციატივით. ისინი უნდა დაიდოს უშიშროების საბჭოსა და წევრებს შორის ან უშიშროების საბჭოსა და წევრთა ჯგუფებს შორის და უნდა დაექვემდებაროს ხელმომწერი სახელმწიფოების მიერ რატიფიცირებას, თავიანთი შესაბამისი კონსტიტუციური პროცესების თანახმა