წინამდებარე ქარტიაში არაფერმა უნდა შეუშალოს ხელი ინდივიდუალური ან კოლექტიური თავდაცვის თანდაყოლილ უფლებას, თუ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრის წინააღმდეგ ხორციელდება შეიარაღებული თავდასხმა, სანამ უშიშროების საბჭო მიიღებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის საჭირო ზომებს. წევრების მიერ თავდაცვის უფლების განსახორციელებლად მიღებული ზომების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უშიშროების საბჭოს და მათ გავლენა არ უნდა მოახდინონ წინამდებარე ქარტიის მიხედვით უშიშროების საბჭოსთვის განსაზღვრულ უფლებამოსილებასა და პასუხისმგებლობაზე, ნებისმიერ დროს განახორციელოს ისეთი მოქმედება, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის ან აღდგენისთვის.

თავი VIII

რეგიონული შეთანხმებები