2. თითოეულ სახელმწიფოს, ამ კონვენციის ხელმოწერის ან რატიფიკაციის, ან მასთან შეერთების დროს, შეუძლია განაცხადოს, რომ იგი თავს დავალდებულებულად არ თვლის ამ მუხლის I პუნქტით. სხვა მხარე-სახელმწიფოები დავალდებულებულნი არ არიან ამ მუხლის I პუნქტით რომელიმე იმ მხარე-სახელმწიფოსთან მიმართებაში, რომელსაც ამგვარი დათქმა აქვს გაკეთებული.
3. ნებისმიერ მხარე-სახელმწიფოს, რომელსაც გაკეთებული აქვს დათქმა ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს ეს დათქმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისთვის გაკეთებული შეტყობინების გზით