1. მხარე-სახელმწიფოს შეუძლია ამ კონვენციის დენონსირება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისთვის გაკეთებული შეტყობინების გზით. დენონსაცია ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან ერთი წლის შემდეგ.
2. ამგვარი დენონსაციის შედეგად მხარე-სახელმწიფო არ თავისუფლდება ამ კონვენციით გათვალისწინებული თავისი ვალდებულებებისგან ამა თუ იმ ქმედებასთან ან უმოქმედობასთან მიმართებაში, რომელსაც ადგილი ჰქონდა დენონსაციის ძალაში შესვლის თარიღამდე, და არც დენონსაცია არანაირად არ უშლის ხელს ნებისმიერი ისეთი საკითხის განხილვის გაგრძელებას, რომელიც კომიტეტის მიერ უკვე განიხილებოდა დენონსაციის ძალაში შესვლის თარიღამდე.
3. ამა თუ იმ მხარე-სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული დენონსაციის ძალაში შესვლის შემდეგ, კომიტეტი აღარ იწყებს აღნიშნულ სახელმწიფოსთან დაკავშირებული რაიმე ახალი საკითხის განხილვას.
მუხლი 31
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კონვენცია წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „კონვენცია წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ“, მუხლი 31. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1222504/muxli-31/