ა) ნებისმიერი სახელმწიფო, რომელის სატელეკომუნიკაციო ადმინისტრაცია ან აღიარებული კერძო საოპერაციო დაწესებულება არ არის ან აქვს უფლება იყოს ხელმომწერი მხარე, შეიძლება გახდეს კონვენციის მხარე შემდეგი საშუალებებით:

1) ხელმოწერა, რომელიც არ ექვემდებარება რატიფიკაციას, აღიარებას ან დამოწმებას;

2) ხელმოწერა, რომელიც ექვემდებარება რატიფიკაციას, აღიარებას ან დამოწმებას და რომელსაც თან სდევს რატიფიკაცია, აღიარება ან დამოწმება;

3) მიერთება;

ბ) კონვენციაზე ხელის მოწერა მხარეების მიერ დაიწყო 1982 წლის 15 ივლისიდან პარიზში და გაგრძელდება მანამ, სანამ ის შევა ძალაში. ამის შემდგომ მოხდება მასზე მიერთება.

გ) კონვენციის მიმართებაში თავის შეკავება დაუშვებელი