კონვენციაში
a) ამ კონვენციის ნებისმიერი შემოთავაზებული შესწორება უნდა მოიწონოს ასამბლეის ხმათა ორმა მესამედმა და შემდეგ შედის ძალაში იმ სახელმწიფოთა მიმართ, რომლებმაც მოახდინეს ამ შესწორების რატიფიცირება მას შემდეგ, რაც რატიფიცირებას მოახდენს ასამბლეის მიერ დადგენილ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა რიცხვი. ასეთი წესით დადგენილი რიცხვი შეადგენს ხელშემკვრელ სახელმწიფოთა საერთო რაოდენობის სულ ცოტა ორ მესამედს.
b) თუ ასამბლეის აზრით შესწორების ხასიათი ამართლებს ამ ზომას, მაშინ ასამბლეას თავის ორეზოლუციაში, რომელიც რეკომენდაციას უწევს მიღებულ შესწორებას, შეუძლია გაითვალისწინოს, რომ ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც არ მოახდენს შესწორების რატიფიცირებას მის ძალაში შესვლის შემდეგ დადგენილი პერიოდის განმავლობაში, ამის შედეგად აღარ იქნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი და ამ კონვენციის მონაწილ